"პსჟ"-ს კონკურენტი გამოუჩნდა | ნაპოლი" ხვიჩას თაობაზე ძალიან ცუდ დღეშია » სპორტის ხაზი

"პსჟ"-ს კონკურენტი გამოუჩნდა | ნაპოლი" ხვიჩას თაობაზე ძალიან ცუდ დღეშია

"პსჟ"-ს კონკურენტი გამოუჩნდა | ნაპოლი" ხვიჩას თაობაზე ძალიან ცუდ დღეშია
23-06-2024, 19:59
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავი არ გამოუჩენია, მის მიმართ ინტერესი გრანდების მიმართ არ წყდება.

თუ აქამდე "ნაპოლისთვის" მის წართმევას "პსჟ" ცდილობდა, ახლა საქმეში "ლივერპულიც" ჩაერთოდ.

მერსისაიდელების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კლუბის ადმინისტრაციას ხვიჩას სტილის ფეხბურთელის მოყვანა სთხოვა და რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარეც, რომ კვარასა და ნეაპოლური კლუბის გზები შეიძლება გაიყაროს, "ლივერპულიც" ჩაერთვება საქმეში.

კონკრეტულად "პსჟ" ხვიჩას სეზონში 11 მლნ ევროს ჰპირდება ხელფასის სახით, ნეაპოლში კი მას 1.4 მლნ ევროს უხდიან.

ჯერ-ჯერობით ინგლისელებს კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ "ნაპოლისთვის", მაგრამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დიდი სატრანსფერო აურზაური ატყდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბარსელონასაც" სურს ხვიჩას გადაბირება, მაგრამ კატალონიელებს ამდენი რესურსი არ აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი