საქართველოს ნაკრებისა და შტურმის ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი.
აღსანიშნავია, რომ ოთარის შენარჩუნება თავად შტურმს ძალიან სურს, თუმცა დღეს დაიწერა, რომ კიტეიშვილის გადაბირებით თურქული ტრაბზონსპორია დაინტერესებული. სხვათა შორის, იწერება ისიც, რომ კიტეს სპორტული აგენტი უკვე თურქეთში იმყოფება და მოლაპარაკებებშია ჩართული.
თურქული takagazete წერს, რომ ტრაბზონსპორი ამ ზაფხულს 4 ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, ერთ-ერთი კი სწორედ კიტეიშვილი უნდა იყოს.
ამავე კლუბის პრეზიდენტს ძალიან მოსწონს "ქართველი მესის" დამატების ვარიანტი და საქმე ჯერჯერობით შეუფერხებლად მიდის, თუმცა წინასწარ რამის გარანტირებულად თქმა რთული იქნება.
28 წლის ფეხბურთელმა ავსტრიის ლიგაში შტურმის მაისურით 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.