ოთარ კიტეიშვილს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ - ქართველი სერბულ გრანდში? » სპორტის ხაზი

ოთარ კიტეიშვილს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ - ქართველი სერბულ გრანდში?

ოთარ კიტეიშვილს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ - ქართველი სერბულ გრანდში?
30-04-2024, 22:58
Aa Aa
გაზიარება:

სერბული გრანდი ცრვენა ზვეზდა გრაცი "შტურმის" ქართველი ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის თავის გუნდში ხილვითა დაინტერესებული

ამაზე ავსტრიულ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებში ვკითხულობთ:

"შემოქმედებითი სულისკვეთება მხოლოდ ამ სეზონში არ ვლინდება. კიტეიშვილი გრაცში თითქმის ექვსი წელია თამაშობს და ის სეზონს სულ შედეგიანად ასრულებს, როგორც გოლების ასევე საგოლე გადაცემების თვალსაზრისით. მას არაერთხელ ჰქონია ტრავმები, რომლებმაც გარკვეული პერიოდი დააკარგვინა.

ბელგრადის წითელი ვარსკვლავის სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებიან კიტეიშვილს, ბოლოს მისი თამაში "ზალცბურგთან" ნახეს და ტიტულისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანეს თამაშში მათ მისი ასპარეზობა თვალში მოხვდათ."
- წერენ ავსტრიელები.

შეგახსენებთ, რომ კიტეს გრაცულ გუნდთან ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ ჯერ ჯერობით უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა თავის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულებას, ამიტომ ხშირია საუბრები ქართველი ნახევარმცველის სხვა გუნდებში გადასვლაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი