გუშინ, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეპატზე ერთმანეთს "შტურმი გრაცი" და "ფეინოორდი" დაუპირისპირდნენ. მატჩის მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 93-ე წუთზე ავსტიული კლუბს მნიშვნელოვანი სამი ქულა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა მოუპოვა, რომელმაც ჩაწოდების შემდეგ, დამატებაზე ითამაშა და მეკარე უშანსოდ დატოვა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.
- "ამ ადამიანის ყოველთვის მჯეროდა! ძალიან სტაბილური და გუნდური მოთამაშეა. იმედი მაქვს ჩვენი ნაკრებიც მიაღწევს წარმატებებს, ამ ნიჭიერი თაობის დახმარებით"
- "კარგი გუნდი მოუხდებოდა ოთოს"
- "კიტე ნაკრებში გვჭირდები"
- "ერთი დიდი ოქროს ზოდიც ეს გვყავს ნაკრებშიი!"
- "თუ ტრამვებმა არ შეუშალა ხელი კიტეს და ჩაკვეს ბოლო სეზონები აქვთ თავიანთ კლუბებში"
- "კიტე მინიმუმ ვალენსიის დონის გუნდში უნდა თამაშობდეს. ჩვენ ნაკრებს მაგრად დახატავს, ოღონდ ტრამვა აღარ, გთხოვ"
- "კიტე, ჩაკვე, ზურიკო, კვარაა - ეს ოთხი ერთად ამინდს შეცვლის სანიოლის ხელში".