გუშინ, "ევროპის ლიგაზე" ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" რომის "ლაციოს" ესტუმრა და შეხვედრა 2:2 დაძაბულ ბრძოლაში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლაძარიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სარის გუნდი 10 კაცით დარჩა.
დღევანდელი მონაცემებით, ქართველი ნახევარმცველის ჯგუფში სრული თანაფარდობაა, რადგან როგორც "ფეინოორდს", ისე "მიდტიულანდს", "ლაციოსა" და "შტურმს", ოთხივეს 5 ქულა აქვს და ფლეიოფში გასვლა უკლებლივ ყველას შეუძლია, ამიტომ გუშინდელი ქულა ავსტრიული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი იყო.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს "შტურმის" მაისურით ამ სეზონში მხოლოდ 6 მატჩი აქვს გამართული.
იხილეთ მომენტები