საქართველოს ნაკრების და ფრანგული მეცის შემტევი გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე სეზონს ატარებს - 22 წლის თავდამსხმელი ორ მოთამაშესთან ერთად 11 გატანილი გოლით, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირია.
ცხდია, გიორგის ასეთმა წარმატებულმა თამაშმა ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ სერბულ ცრვენა ზვეზდა მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა, როგორც Geo Team იტყობინება, თავად გიორგის სამომავლო მიზნებში სერბეთში თამაში არ შედის.
"გიორგი მიქაუტაძის პირდაპირი სურვილი მომდევნო სეზონში TOP 5 ჩემპიონატში თამაშია, მეცთან თუ სხვა კლუბთან ერთად. ეს სურვილი ქართველმა მის აგენტ ალან მილიაჩოს(ამავდროულად ზინედინ ზიდანის აგენტი) უკვე დაუფიქსირა", - წერს Geo Team.
ცნობისთვის, ცრვენა ზვეზდას ღირსებას ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მცველი, ირაკლი აზაროვი იცავს.