იტალიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის გამარჯვებულს, თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას საპლეიოფო შეხვედრაში ანგარიში გაუთანაბრეს.
ჩემპიონობის ფავორიტის სტატუსის მქონე ვირტუს ბოლონია რეგულარულში მე-8 ადგილზე გასულ ტორტონასთან 82:75 დამარცხდა. ამ გამარჯვებით ქართველის მეტოქე გუნდმა სერიაში ანგარიში 2:2 გახადა და წინ მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა გველის.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მან პარკეტზე ჯამურად 17 წუთი გაატარა, რა დროშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავი 4 ქულას, 6 მოხსნას, 1 დაფარებასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვირტუს ბოლონიასა და ტორტონას შორის სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი 20 მაისს, ბოლონიაში გაიმართება.