ოთხშაბათს ღამით, ჩემპიონთა ლიგის 14-გზის გამარჯვებულმა მადრიდის რეალმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა ნახევარფინალური სტადიის განმეორებით შეხვედრაში.
ალფონსო დევისის ბრწყინვალე დარტყმამ მარჯვენა ფეხით დააწინაურა ბაიერნი 68-ე წუთზე, მატჩის საბოლოო ნახევარში. 88-ე და 91-ე მადრიდელებმა ორი ბურთის გატანა მოახერხეს და შეხვედრა შემოატრიალეს.
შეგვიძლია გავიხსენოთ, რას წერდა 2012 წელს მადრიდელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი, ხოსელუ, სოციალურ ქსელში.
"ვინმეს შეუძლია მომცეს კარგი ლინკი მადრიდის საყურებლად?"
ესპანელს კარლო ანჩელოტის გუნდის შემადგენლობაში 46 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.