2023/24 წლები კვარაცხელიასთვის და ნაპოლისთვის რადიკალურად განსხვავებული გამოდგა, შედარებით წინა წლისგან.
გუნდმა ბოლო ტურში ფიორენტინასთან ფრე, 2:2 ითამაშა და სიტუაცია იქამდე მიდის, რომ იტალიური გრანდი ჩემპიონატს მე-9 პოზიციაზე დაასრულებს.
calciomercato ამ მოვლენების აღსაწერად საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დე ლაურენტისმა იცოდა, რომ ეს სეზონი ასე დასრულდებოდა. თუმცა, პარტენოპეის პრეზიდენტი ახალი სეზონიდან ახალი იდეებით ბრუნდება.
პირველ რიგში მთავარი მწვრთნელის საკითხია გადასაწყვეტი. გუნდი კონტესთან მოლაპარაკებებს ცდილობს, თუმცა იტალიელი დიდ ანაზღაურებას ითხოვს. საუბრებია ატალანტას თავკაცის, გასპერინის შესახებაც, თუმცა 66 წლის სპეციალისტს ჯერ ევროპა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო.
ლაურენტისმა ერთი დანამდვილებით იცის - ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გუნდს არ დატოვებს. მას კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ნაპოლის თავკაცი მის გაყიდვას არ აპირებს.
მიუხედავად ცუდი სეზონისა, "კვარადონა" საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესოა - 11 გოლი, 7 საგოლე გადაცემა და ლიდერის "მანტია" ყველა თამაშში...