ტენ ჰააგმა კაზემიროს შესახებ ისაუბრა » სპორტის ხაზი

ტენ ჰააგმა კაზემიროს შესახებ ისაუბრა

ტენ ჰააგმა კაზემიროს შესახებ ისაუბრა
20-04-2024, 16:43
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში "მანჩესტერ იუნაიტედის" მათავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰააგის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც იგი კაზემიროს იცავს.

"ამ სეზონში მან ბევრი გადაიტანა, რადგან ასეთი ტრავმა არასდროს მიუღია მისი კარიერის განმავლობაში. რაც არ უნდა იყოს, ის მოგებისთვისაა დაბადებული.

"მჯერა, იგი წარმატებას მიაღწევს და იპოვის უკან დასაბრუნებელ გზას. ამ ყველაფერში დარწმუნებული ვარ. ის მებრძოლი ადამიანია", - განაცხადა ერიკმა.

ტრავმის გამო ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 25 შეხვედრაში მიიღო ყველა ჩემპიონატზე მიმდინარე სეზონში მონაწილეობა. გაიტანა 5 და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი