როგორც იცით, პიოტრ ჟიელინსკი სეზონის ბოლოს ნაპოლიდან მიდის, მისი მომდევნო კლუბი კი მილანის ინტერი იქნება.
Spazionapoli-ს ინფორმაციის მიხედვით, აურელიო დე ლაურენტისმა პოლონელი ნახევარმცველის შემცვლელს ტიაგო მოტას ბოლონიაში მიაგნო.
საქმე 24 წლის შოტლანდიელს, ლუის ფერგიუსონს ეხება, რომელსაც ამ სეზონში ბოლონიას მაისურით სერია A-ში 6 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, რომ ახალგაზრდა ბრიტანელში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.