ნაპოლიმ გასვლაზე წააგო - რა შეფასება დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას? » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ გასვლაზე წააგო - რა შეფასება დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას?

ნაპოლიმ გასვლაზე წააგო - რა შეფასება დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას?
12-02-2024, 01:38
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წამის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც მილანმა ნაპოლი 1-0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო ვალტერ მაცარიმ კვარაცხელია შეუცვლელად ათამაშა, თუმცა ნეაპოლელებმა მილანელებისთვის გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ უცხოურმა Sofascore-მ საქართველოს ნაკრების შემტევს 7.4 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება გახლდათ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვალტერ მაცარის გუნდი სერია A-ს მე-9 ადგილს 35 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი