ნაპოლის კიდევ ერთი ბელგიელი სურდა, მაგრამ უპირატესი ლიონი აღმოჩნდა » სპორტის ხაზი

ნაპოლის კიდევ ერთი ბელგიელი სურდა, მაგრამ უპირატესი ლიონი აღმოჩნდა

ნაპოლის კიდევ ერთი ბელგიელი სურდა, მაგრამ უპირატესი ლიონი აღმოჩნდა
1-02-2024, 12:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ნაპოლის სოციალურ გვერდზე ლეანდერ დენდონკერის ასტონ ვილადან ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

დენდონკერი ერთადერთი ბელგიელი არაა, რომელიც კლუბმა ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა, - ის ბელგიურ დუეტს სირილ ნგონჟთან ერთად ქმნის.

Calcionapoli-ს ინფორმაციის მიხედვით, აურელიო დე ლაურენტისს კიდევ ერთი ბელგიელის, კერძოდ ორელ მანგალას დამატებაც სურდა, თანაც დენდონკერის ტრანსფერამდე, თუმცა ნოტინგემის ფეხბურთელმა გეზი ლიონისკენ აიღო და ეს ტრანსფერი ჩაიშალა.

ცნობისთვის, ორელ მანგალას პრემიერ ლიგის ამ სეზონში ნოტინგემის მაისურით 20 თამაში აქვს გამართული, რა დროშიც დაცვითი ტიპის ნახევარმცველმა 1 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი