"ჩემი გუნდით კმაყოფილი დავრჩი" - მაცარი ნაპოლის გამოსვლით ბედნიერია » სპორტის ხაზი

"ჩემი გუნდით კმაყოფილი დავრჩი" - მაცარი ნაპოლის გამოსვლით ბედნიერია

"ჩემი გუნდით კმაყოფილი დავრჩი" - მაცარი ნაპოლის გამოსვლით ბედნიერია
29-01-2024, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში ვალტერ მაცარის ნაპოლი მაურიციო სარის ლაციოს ეწვია და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაპოლის თავკაცმა აღნიშნა, რომ თავისი გუნდის თამაში მოეწონა და სარის გუნდისთვის ბურთის წართმევა დიდი მიღწევაა:

"თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ სარის გუნდს ვაჯობეთ ბურთის ფლობაში, რაც დიდი მიღწევაა. ჩვენ სისტემა ახალი შეცვლილი გვაქვს, თუმცა მაინც ვდომინირებდით და ეს მახარებს."

"მოხარული ვარ ყველა ფეხბურთელის გამო, განსაკუთრებით კი იმ მოთამაშეების, რომლებიც აქამდე ცოტას თამაშობდნენ."

"თუ ასე გავაგრძელებთ, მაშინ უახლოეს მომავალში სატურნირო ცხრილში დავწინაურდებით"
, - თქვა პარტენოპეის დამრიგებელმა, რომლის გუნდიც სერია A-ს მე-9 ადგილს 32 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი