ლეგენდარული გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

ლეგენდარული გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
8-01-2024, 23:29
Aa Aa
გაზიარება:

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა.

კაიზერი, როგორც მას ეძახდნენ, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა დაადასტურა.

ფრანც ბეკენბაუერმა 1963-1977 წლებში მიუნხენის ბაიერნში 584 შეხვედრაში 75 გოლი გაიტანა, კარიერის ბოლოს კი ის ნიუ იორკ კოსმოსსა და ჰამბურგში თამაშობდა. გერმანიის ნაკრების მაისურით 1965-1977 წლებში ფრანცმა 103 შეხვედრაში თავის გამოჩენა 14 გოლით მოახერხა.

საფეხბურთო კარიერის შემდეგ ბეკენბაუერმა სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი და 1984-1990 წლებში გფრ-ს ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელთან ერთადაც 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1986-ში კი ვიცე-ჩემპიონი. შემდეგ "მარსელში" და "ბაიერნშიც" იმუშავა. სადაც საფრანგეთის ჩემპიონატი 1991 წელს, 1994-ში კი ბუნდესლიგა და 1996 წელს უეფას თასი მოიგო.

ფეხბურთელის რანგში 5-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი, 3-ჯერ ჩემპიონთა თასი, თითოჯერ კი თასების თასი და საკონინენტთაშორისო თასი. გერმანიის ნაკრების რიგებში თითოჯერ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ასევე მოიპოვა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ხსენებულ ტურნირებზე.

ფრანც ბეკენბაუერი ორჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი, 1972 და 1976 წლებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.