"რეალმა ტონი კროოსის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო" - La Ser » სპორტის ხაზი

"რეალმა ტონი კროოსის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო" - La Ser

"რეალმა ტონი კროოსის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო" - La Ser
27-12-2023, 16:13
Aa Aa
გაზიარება:

როგორც La Ser-მა დაწერა, მადრიდის რეალს ტონი კროოსის დღემდე ეიმედება და მასთან თანამშრომლობა კიდევ რამდენიმე წლით სურს.

ცხადია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თანხმობას თავად ფეხბურთელიც განაცხადებს, რომელსაც რეალთან დადებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

ამავე წყაროს ინფორმაციის მიხედვით, რეალის ხელმძღვანელობაში მიაჩნიათ, რომ 33 წლის ტონი კროოსი ფორმის პიკში იმყოფება და მისი სათადარიგოთა სკამზე გადასმა დიდი შეცდომა იქნებოდა, რაც ფეხბურთელისთვის ძირითად XI-ს გარანტირებულს ხდის.

იწერება ისიც, რომ ერთმანეთში ახლო საუბრები ტონი კროოსმა კარლო ანჩელოტისთან უკვე გამართა, რომელმაც სცადა, რომ გერმანელი რეალში დარჩენაში დაერწმუნებინა.

შეგახსენებთ, რომ კროოსის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი