"იმედია შერცხვებათ" - გალათასარაი დაზარალებული იკარდის ფოტოს ავრცელებს » სპორტის ხაზი

"იმედია შერცხვებათ" - გალათასარაი დაზარალებული იკარდის ფოტოს ავრცელებს

"იმედია შერცხვებათ" - გალათასარაი დაზარალებული იკარდის ფოტოს ავრცელებს
25-12-2023, 16:52
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის სუპერ ლიგის მე-18 ტურში ამავე ქვეყნის საფეხბურთო კლასიკა, ფენერბაჰჩე - გალათასარაი შედგა, რომელსაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში მაურო იკარდი ფენერის საჯარიმოში დაეცა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მას მეტოქე გუნდის მცველმა სახეში ხელი მოარტყა, თუმცა გალათასარაიმ პენალტი არ მიიღო და მატჩი 0:0 დასრულდა.

ამის შესახებ მოგვიანებით გალათასარაიმ საგანგებო განცხადება გააკეთა და იმ ხალხს სამარცხვინო უწოდა, ვინც თურქეთის ლიგა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა:

"მათ, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურდა სამართლიანობა, მატჩის შემდეგ თურქულ არხებზე განაგრძო მანიპულირება. ჩვენ გვრცხვენია იმ მომენტის გამო, რომელიც სამსაჯო კომიტეტმა, VAR-ის ოთახმა და 26-მა კამერამ ვერ დააფიქსირა. ვიმედოვნებთ, რომ მათ, ვინც თურქული ფეხბურთი აქამდე მოიყვანა, ერთ დღესაც ძალიან შერცხვებათ", - დაწერა გალათასარაიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი