თურქეთის სუპერ ლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში "გალათასარაი" გასვლაზე "ფენერბაჰჩეს" ესტუმრა.
მასპინძელთა მოთამაშემ მაურო იკარდის სახეში ხელი მოარტყა, თუმცა არც პენალტი დაინიშნა და არც ბარათით დაისაჯა მცველი, რაზეც "გალათასარაიმ“ განცხადება გაავრცელა:
"მათ, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურდა სამართლიანობა, მატჩის შემდეგ თურქულ არხებზე განაგრძო მანიპულირება. ჩვენ გვრცხვენია იმ მომენტის გამო, რომელიც სამსაჯო კომიტეტმა, VAR-ის ოთახმა და 26-მა კამერამ ვერ დააფიქსირა. ვიმედოვნებთ, რომ მათ, ვინც თურქული ფეხბურთი აქამდე მოიყვანა, ერთ დღესაც ძალიან შერცხვებათ“
ამ ყველაფერს "ფენერბაჰჩემ" შემდეგნაირი პასუხი გასცა : "იმ მოთამაშისგან ცდილობთ მსხვერპლის შექმნას, რომელიც კარის ძელს შეეჯახა. ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ."