Sport.es - რობერტ ლევანდოვსკი საუდის არაბეთში? » სპორტის ხაზი

Sport.es - რობერტ ლევანდოვსკი საუდის არაბეთში?

Sport.es - რობერტ ლევანდოვსკი საუდის არაბეთში?
24-12-2023, 18:22
Aa Aa
გაზიარება:

რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს და საუდის არაბეთს მიაშუროს . Sport.es-ის ინფორმაციით, კლუბს სურს პოლონელი არაბეთში გაასხვისოს.

როგორც უკვე დიდი ხანია ცნობილია, ესპანურ გრანდში ფინანსური პრობლემებია. ლევანდოვსკის სარფიანად გაყიდვა მათ სიტუაციას საგრძნობლად თუ არა, მცირედით მაინც შეამსუბუქებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანური კლუბის ზოგიერთი ხელმძღვანელი მოთამაშის ასპარეზობით უკმაყოფილო გახლავთ. პოლონელმა ამ სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9-ჯერ გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში და 5-ჯერ გაატანინა თანაგუნდელს ზუსტი გადაცემით.

"ბარსელონა" ლა ლიგაში 38 ქულით მე-4 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი "ნაპოლის" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი