პეპ გუარდიოლა და "სიტი" რეკორდების დამყარებას აგრძელებენ - ახალი მიღწევები » სპორტის ხაზი

პეპ გუარდიოლა და "სიტი" რეკორდების დამყარებას აგრძელებენ - ახალი მიღწევები

პეპ გუარდიოლა და "სიტი" რეკორდების დამყარებას აგრძელებენ - ახალი მიღწევები
23-12-2023, 00:37
Aa Aa
გაზიარება:

პეპ გუარდიოლას გაწვრთნილმა "მანჩესტერ სიტიმ" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ფლუმინენსე" დაამარცხა და თასს საკუთარ ისტორიაში პირველად დაეუფლა.


შეხვედრაში სხვადასხვა ახალი რეკორდი ვიხილეთ:

პეპ გვარდიოლა გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო - ორჯერ ბარსელონაში, თითოჯერ ბაიერნსა და მანჩესტერ სიტიში.

ალვარესმა "სიტის" მაისურით გოლი მეექვსე ტურნირზე გაიტანა - პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ალვარესის გოლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში უსწრაფესია.

გვარდიოლას ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული (2009, 2011, 2013 და 2023 წლებში). მან კარლო ანჩელოტის გაუსწრო (3).

ფილ ფოდენი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია 2008 წლისა და უეინ რუნის შემდეგ, რომელმაც ამ ტურნირზე გოლი გაიტანა. ორივე ფეხბურთელმა ეს 23 წლის ასაკში გააკეთა.

"სიტი" მე-4 ინგლისური გუნდია "იუნაიტედის", "ლივერპულისა" და "ჩელსის" შემდეგ, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. არც ერთი სხვა ქვეყნის ოთხ კლუბს იგივე არ გაუკეთებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი