ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები დაიწყო.
მანჩესტერ სიტიმ არსებობის ისტორიაში პირველად ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე შეხვედრა მოიგო და რა გასაკვირია პირველი ადგილით 1/16 საგზური გაინაღდა.
პეპის ბიჭებმა დასკვნით ტურში სერბეთში ცცვერნა ზვეზდა დრამატულ ბრძლაში 2:3 დაამარცხეს და რამდენიმე ევროპული გრანდის შედეგი გაიმეორეს.
სიტი G ჯგუფში გამოდიოდა და მასთან ერთად პლეიოფის საგზური გერმანულმა ლაიფციგმა მოიპვა, ხოლო შვეიცარიულ იანგ ბოისს ევროპა ლიგაზე ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები მიმდინარეობს და თებერვლიდან უკვე პლეიოფი დაიწყება.