ამერიკული მედია: ფინიქს სანსმა გოგა ბითაძის დამატება უნდა სცადოს » სპორტის ხაზი

ამერიკული მედია: ფინიქს სანსმა გოგა ბითაძის დამატება უნდა სცადოს

ამერიკული მედია: ფინიქს სანსმა გოგა ბითაძის დამატება უნდა სცადოს
13-12-2023, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძისა და მისი ორლანდო მეჯიქის სეზონის სტარტი საოცარი აღმოჩნდა.

ვენდელ კარტერ ჯუნიორის ტრავმის შემდეგ გოგა ბითაძემ ძირითად ხუთეულში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდის ისტორიულ სვლაში დიდი წვლილი შეაქვს, ფლორიდელები 16 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კომფერენციაში მეორე პოზიციას იკავებენ.

ბითაძემ წელს დიდი სათამაშო დრო მიიღო და მისი თამაშით მთავარი მწვრთნელი ჯამალ მოსლი კმაყოფილია და საქებარ სიტყვებს არცერთ ინტერვიუში არ იშურებს.

24 წლის ცენტრმა ფარ ქვეშ დომინაციითა და შეტევაში ეფექტური თამაშით მედიის ყურადღებაც მიიპყრო, ამერიკულმა გამოცემამ, Bright Side of the Sun-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ფინიქს სანსის ცენტრების თამაშია განხილული.

მოგეხსენებათ, რომ არიზონელებმა შარშან მიკალ ბრიჯისი კევინ დურანტში გაცვალეს და წელს ბრედლი ბილი იუსუფ ნურკიჩთან ერთად კრის პოლის სანაცვლოდ დაიმატეს, რითაც სუპერ გუნდი ჩამოაყალიბეს და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლობენ.

სტატიაში განხილული იყო ნურკიჩისა და დრიუ ეუბენკსის თამაში და დასკვნა გამოიტანეს, რომ მათ როტაციაში კიდევ ერთი მაღალი ცენტრი სჭირდებათ, რომელიც ფარქვეშ დომინანტური იქნება და შეტევაში ბუკერს და ბრედლის კარგ პიკენროლს დაახვედრებს - რაშიც წელს გოგა იდეალურია და ამიტომ, გამოცემა არიზონელებს მასზე დაკვირვებას ურჩევს.

გოგასთვის ეს თრეიდი შესაძლოა სანატრელიც იყოს, ვის არ სურს ისეთი კალათბურთელის გვერდით თამაში, როგორიც კევინ დურანტია, რომელიც ამ ასაკში და ამდენი ტრავმის შემდეგაც კი, გუნდის პირველი ოფციაა და საშუალოდ 31.0(FG 52.1%) ქულას, 6.5 მოხსნას და 5.7 ასისტს აკეთებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი