"მე მას შევარცხვენ, გაკვეთილს ჩავუტარებ და უფრო თავმდაბალს გავხდი" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე » სპორტის ხაზი

"მე მას შევარცხვენ, გაკვეთილს ჩავუტარებ და უფრო თავმდაბალს გავხდი" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე

"მე მას შევარცხვენ, გაკვეთილს ჩავუტარებ და უფრო თავმდაბალს გავხდი" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე
6-12-2023, 13:14
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, 18 დეკემბერს UFC 298-ის ფარგლებში ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად ალექსანდრე ვოლკანოვსკისთან იბრძოლებს.

ეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლაა დანა უაითის ორგანიზაციაში, სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა ცოტა ხნის წინ MMA-ს ლეგენდამ და ილიას მომავალმა მეტოქემ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ:

"იმის მერე რაც მახაჩევთან მოხდა, ხალხმა უნდა გაიხსენოს, თუ ვინ არის ვოლკანოვსკი. მყავს მეტოქე, რომელსაც გონია რომ დამამარცხებს. გაკვეთილს ჩავუტარებ, გამოვაფხიზლებ, ჩემს მერე ის უფრო თავმდაბალი გახდება. ილია ახალგაზრდაა, მას საკმარისი დრო ექნება, რომ დამელოდოს და ჩემს შემდეგ საჩემპიონო ქამართან მივიდეს. ის ერთ დღეს შეიძლება დიდი ჩემპიონი გახდეს, თუმცა მანამდე მე დავამცირებ." - განაცხადა ვოლკანოვსკიმ

როგორც მოგეხსენებათ ილიას რეკორდი MMA-ში 14-0 -ზეა და ის UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო დაუმარცხებელი კონტენდერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი