"ყველაზე ცუდად კვარაცხელიამ ითამაშა" - იტალიური მედია ხვიჩას აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"ყველაზე ცუდად კვარაცხელიამ ითამაშა" - იტალიური მედია ხვიჩას აკრიტიკებს

"ყველაზე ცუდად კვარაცხელიამ ითამაშა" - იტალიური მედია ხვიჩას აკრიტიკებს
4-12-2023, 15:05
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში ნაპოლი ინტერთან 0:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ იტალიურ მედიაში "ნაპოლის" დიდი კრიტიკა შეხვდა, ჟურნალისტმა უმბერტო კიარიალომ ბევრ სხვა ფეხბურთელთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც გააკრიტიკა.

"პირველი ტაიმი მასპინძელმა კარგად ჩაატარა რომ არა მსაჯის შეცდომები შეიძლება სხვა სცენარიც მიგვეღო.

ინტერის ფეხბურთელებმა საოცრად ითამაშეს, ამ დროს სად იყვნენ კვარაცხელია და ოსიმენი? ვიქტორს გავამართლებდი, ტრავმა ახალი მოშუშებული აქვა, მაგრამ კვარაცხელიას რა სჭირს, დღეს მოედანზე ყველაზე ცუდი ის გახლდათ.
- ვკითხულობთ Campania Sport-ზე.

ხვიჩამ "ინტერთან" შეუცვლელად ითამაშა და რეალურად, წაგების ფონზე, საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შეფასებაც მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.