ორლანდო მეჯიქის მოგებათა სერია შეწყდა - გოგა ბითაძის სათამაშო დრო შემცირდა » სპორტის ხაზი

ორლანდო მეჯიქის მოგებათა სერია შეწყდა - გოგა ბითაძის სათამაშო დრო შემცირდა

ორლანდო მეჯიქის მოგებათა სერია შეწყდა - გოგა ბითაძის სათამაშო დრო შემცირდა
3-12-2023, 23:56
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი ზედიზედ 9 მოგების შემდეგ რეგულარული სეზონის შეხვედრაში ნრუკლინ ნეთსთან დამარცხდა. ნიუ-იორკელებმა მეჯიქი 101:129 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 15 წუთი მიიღო. მცირე დროში გოგამ 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 მოგებითა და 6 წაგებით სენსაციურად მე-2 ადგილს იკავებს. ბითაძის გუნდსბოსტონ სელტიქსი უსწორებს, კელტებს 15 მოგება აქვთ და ჯრუ ჰოლიდეისა და კრისტაფ პორზინგისის დამატების შემდეგ დამაჯერებლად გამოიყურებიან.

მომდევნო შეხვედრას ორლანდო მეჯიქი ოჰაიოში კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება 7 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება და ვიმედოვნებთ, რომ გოგა ბითაძე მეტ დროს მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი