"სან ანტონიო სპურსის" საშინელი სტარტი - გუნდი კატასტროფულ ფორმაშია » სპორტის ხაზი

"სან ანტონიო სპურსის" საშინელი სტარტი - გუნდი კატასტროფულ ფორმაშია

"სან ანტონიო სპურსის" საშინელი სტარტი - გუნდი კატასტროფულ ფორმაშია
1-12-2023, 14:57
Aa Aa
გაზიარება:

საშინელი წინა სეზონის შემდეგ, სან ანტონიომ დრაფტზე პირველი ნომერი ვიქტორ ვემბანიამა აიყვანა, მაგრამ მათი მდგომარეობა სულაც არ გამოსწორებულა.

ტეხასელების საშინელი სეზონი გრძელდება და მათ ამჯერად "ატლანტა ჰოუქსთან" წააგო, გუნდი 135:137 დამარცხდა.

პოპოვიჩის გუნდს მიმდინარე სეზონში სულ რაღაც სამი მოგება აქვს და თვრამეტჯერ დამარცხდა, რაც ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.

აქამდე ასეთი შედეგი გუნდს შორეულ წარსულში, 27 წლის წინ ჰქონდა.

19 წლის ფრანგმა მოთამაშემ 21 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. თუმცა მატჩის გმირი "ატლანტას" ლიდერი ტრეი იანგი გახდა, რომელმაც 45 ქულა დააგროვა და 14 შედეგიანი გადაცემაც დაუმატა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გუნდის ამჟამინდელ ლიდერს, ვიქტორ ვემბანიამას ტკივილები აწუხებს და 2 დეკემბერს, სადავარაუდოდ, "ნიუ ორლეანთან" შეხვედრას გამოტოვებს, არადა გულშემატკივარი მისი და ზაიონ ვილიამსონის დაპირისპირებას სულმოუთმენლად ელოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი