"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც უპასუხა კითხვას, თუ რა რეაქცია აქვს ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენილი პიროვნებების მხრიდან მიღებულ კომპლიმენტებზე:
"როცა მსურს, რომ ხვიჩაზე რამე ვთქვა, თქვენ სულ ამბობთ, რომ მასზე გაბრაზებული ვარ (იღიმის). რაც შეეხება შექებასა და კომპლიმენტებს, ხვიჩა მათ დიდ ყურადღებას არ აქცევს, რადგან ის განსაკუთრებული ბიჭია როგორც ქცევებით, ასევე თავისი რწმენითა და მორალით. მას ვკითხე, იყო თუ არა მზად, რომ პენალტი შეესრულებინა, რაზეც მშვიდად მიპასუხა, რომ მზად იყო." - თქვა ლუჩანო სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ "რომასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება ხვალ, 22:45-ზე დაიწყება.