"კვარაცხელიამ, შესაძლოა კრემონეზესთან მატჩი გამოტოვოს" - CalcioNapoli24 » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიამ, შესაძლოა კრემონეზესთან მატჩი გამოტოვოს" - CalcioNapoli24

"კვარაცხელიამ, შესაძლოა კრემონეზესთან მატჩი გამოტოვოს" - CalcioNapoli24
6-10-2022, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელიამ უკანასკნელი შეხვედრა "აიაქსის" წინააღმდეგ "ჩემპიონთა ლიგაზე" გამართა, სადაც ქართველმა შემტევმა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

შეგახსენებთ იმას, რომ კვარაცხელიამ მინდორი ნაადრევად დატოვა, მიზეზი კი დუშან ტადიჩის მხრიდან გამოჩენილი უხეშობა გახდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ნატკენი ფეხით გოლი მაინც გაიტანა, თუმცა შეცვლა მალევე ითხოვა და დარჩენილ დროში შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა.

როგორც CalcioNapoli24 წერს, კვარაცხელიას გასახდელიდან გამოსვლისას ფეხზე სახვევი ეკეთა და კოჭლობით გადაადგილდებოდა, რა მიზეზითაც აღნიშნული გამოცემა ვარაუდობს, რომ ქართველი შემტევი "კრემონეზესთან" მატჩს ან გამოტოვებს, ან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. საგულისხმოა ისიც, რომ მეორე გამოცემამ, კერძოდ Corriere della Sera-მ დაწერა, რომ კვარაცხელიას ტრავმაში სერიოზული არაფერია და ქართველი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ნაპოლის" ჩვეულებრივ დაეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი