"კვარაცხელია თავის პოზიციაზე საუკეთესო სამეულში შედის" - ევროპის ჩემპიონმა საქართველოზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია თავის პოზიციაზე საუკეთესო სამეულში შედის" - ევროპის ჩემპიონმა საქართველოზე ისაუბრა

"კვარაცხელია თავის პოზიციაზე საუკეთესო სამეულში შედის" - ევროპის ჩემპიონმა საქართველოზე ისაუბრა
27-11-2023, 16:09
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2004 წლის ჩემპიონმა, ნიკოს დაბიძასმა ევრო 2024-ის პლეიოფის მარტის მატჩებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

"ქაღალდზე თუ შევხედავთ, ამ ოთხეულში საბერძნეთი ფავორიტია. მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა კონკრეტულ გარემოებებს გავუმკლავდეთ, რომელიც ამ თამაშების დროს შეგვხვდება.

ფავორიტები ვართ და ჩვენი მისია უნდა შევასრულოთ, რადგან პლეიოფი საუკეთესო შესაძლებლობაა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად. ბოლო წლებში მცირე საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნების ნაკრებები განვითარდნენ და საკმაოდ მაღალ დონეზე არიან. წარსულში ისინი საშუალო საფეხბურთო დონის ნაკრებებს საკმაოდ ჩამორჩებოდნენ.

დღეს ეს სხვაობა აღარ არსებობს. მაგალითად, საქართველოს ნაკრების მოთამაშე – ხვიჩა კვარაცხელია თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის. ასევე საკმაოდ დიდი პროგრესი აქვთ ყაზახეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს. მათ პატივი უნდა ვცეთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ.
"
– განაცხადა ნიკოს დაბიძასმა Sport-fm.gr-ისთან ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი