MERCATO : "ჩელსისთვის პრიორიტეტი ოსიმენის დამატებაა" » სპორტის ხაზი

MERCATO : "ჩელსისთვის პრიორიტეტი ოსიმენის დამატებაა"

MERCATO : "ჩელსისთვის პრიორიტეტი ოსიმენის დამატებაა"
27-11-2023, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

Daily Telegraph-ის ცნობით, ჩელსი ნეაპოლის ვარსკვლავს, ვიქტორ ოსიმენს მიუბრუნდა და მის შეძენას შეეცდება.

ზაფხულში დახარჯული 460 მილიონი ევროს მიუხედავად, მაურისიო პოჩეტინოს შეტევის გაძლიერება სურს და ნიგერიელი ფორვარდი სწორედ მისი მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

თავად ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა კლუბის TikTok-ის გვერდზე მასზე უხეში დაცინვის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ფეხბურთელსა და აძურას შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ინგლისური გრანდის "წისქვილზე ასხამს წყალს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი