მიზეზი ცნობილია - რატომ დაეძაბათ ურთიერთობა სპალეტისა და ნაპოლის პრეზიდენტს? » სპორტის ხაზი

მიზეზი ცნობილია - რატომ დაეძაბათ ურთიერთობა სპალეტისა და ნაპოლის პრეზიდენტს?

მიზეზი ცნობილია - რატომ დაეძაბათ ურთიერთობა სპალეტისა და ნაპოლის პრეზიდენტს?
18-05-2023, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტისა და ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბათ, რის შესახებაც დღეს La Gazzetta dello Sport-მა დაწერა და ამის მიზეზიც გაგვიმხილა.

როგორც იტალიური გაზეთი წერს, სპალეტი უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობს, რომ დე ლაურენტისისგან გარანტიები მიიღოს, რაც სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას აქტიურობას ეხება. გარდა ამისა, ლუჩანო უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ დე ლაურენტისმა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება საჯაროდ დააანონსა, სპალეტისთვის კი არაფერი უკითხავს. შესაბამისად, 64 წლის ტოსკანელს უკვე არაერთი მიზეზი მოუგროვდა იმისათვის, რათა მომდევნო სეზონიდან ნეაპოლური გუნდი დატოვოს.

მიუხედავად ამისა, თავისი გეგმები აქვს აურელიო დე ლაურენტისსაც, რომლის სპალეტისთან გაფორმებული კონტრაქტი სწორედ მის წისქვილზე ასხამს წყალს. საქმე ისაა, რომ თუ სპალეტი ნაპოლიდან კონტრაქტის ამოწურვამდე წავა, მაშინ მას მოუწევს, რომ კლუბს გარკვეული თანხა გადაუხადოს და სამწვრთნელო საქმიანობას 1 წლით ჩამოშორდეს.

მოკლედ, თუ როგორ განვითარდება სპალეტისა და ნაპოლის ურთიერთობა, ეს უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. აქვე გეტყვით იმას, რომ ნეაპოლურ გუნდს ლუჩანოს შესაცვლელად რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს, აქედან ერთ-ერთი მათგანი და ყველაზე ცნობილი კი ანტონიო კონტეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი