"ბაიერნის განადგურება კარგად მახსენდება" - ანჩელოტის მოახლოებულ ნახევარფინალამდე » სპორტის ხაზი

"ბაიერნის განადგურება კარგად მახსენდება" - ანჩელოტის მოახლოებულ ნახევარფინალამდე

"ბაიერნის განადგურება კარგად მახსენდება" - ანჩელოტის მოახლოებულ ნახევარფინალამდე
30-04-2024, 22:38
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გაიხსენა 10 წლის წინ გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება, რომელშიც მისმა გუნდმა მიუნხენის ბაიერნი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

"ბაიერნის განადგურება? - ის შეხვედრა კარგად მახსენდება. იმის შემდეგ ბევრი შეიცვალა და ახლა უკვე ახალი ისტორიის ფურცელია გადაშლილი . ჩვენი მოწინააღმდეგე უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, რეალთან დაპირისპირების უხვი ისტორია აქვთ, ასე რომ მათი ჩამოწერა არ ღირს.

არ ღირს "რეკორდმაისტერის" შეფასება ბუნდესლიგის ტიტულის დათმობის გამო, ისინი არიან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ამით კი ყველაფერი ნათქვამია." - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

დღეს, 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით დაიწყება მადრიდის რეალისა და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი