ალეგრი : " სულელური გოლი გავუშვით" » სპორტის ხაზი

ალეგრი : " სულელური გოლი გავუშვით"

ალეგრი : " სულელური გოლი გავუშვით"
27-11-2023, 03:18
Aa Aa
გაზიარება:

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაქს ალეგრიმ მატჩის შემდგომ კომენტარი.

"სულელური გოლი გავუშვით. 5 წუთის შემდეგაც 2-3 შეცდომა დავუშვით, უკეთ შეგვეძლო სიტუაციის გაკონტროლება. როდესაც ინტერს აქვს ღია სივრცეები, მათ ეს აჩვენეს სხვა თამაშებში, აქვთ შესანიშნავი ტექნიკა და მათ უადვილდებათ თამაში. ისინი ამ დაბალ ტემპს იყენებენ. ლაუტარომ კი ძალიან კარგად ითამაშა.

ადვილი არ იყო, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა.ბევრი რამის გაუმჯობესება შეგვიძლია, ახლა რთული თამაში გვაქვს მონცასთან, რომელთანაც შარშან ორივე მატჩი გოლის გატანის გარეშე წავაგეთ, ნუ დავივიწყებთ ამას! დღეს სამართლიანი თამაში იყო და გუნდმა თავი კომპაქტურად გამოიჩინა."
- განაცხადა ალეგრიმ

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა "იუვენტუსისა" და "ინტერის" ფრედ 1-1 დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.