კიდევ ერთი მსურველი - მიქაუტაძე ფრანგულ გრანდს დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

კიდევ ერთი მსურველი - მიქაუტაძე ფრანგულ გრანდს დაუკავშირეს

კიდევ ერთი მსურველი - მიქაუტაძე ფრანგულ გრანდს დაუკავშირეს
22-11-2023, 16:28
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის აიაქსში გადავიდა, ქართველ ფეხბურთელს არც ისე კარგი პერიოდი დაუდგა, რადგან მას ნიდერლანდურ გრანდში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. 23 წლის მიქაუტაძემ მონაწილეობა სულ ექვს შეხვედრაში მიიღო. ჯამურად კი მინდორზე 223 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში კი გატანილი გოლით ან საგოლე გადაცემის შესრულებით მას თავი არ გამოუჩენია.

პერიოდულად, ფრანგულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგის გადაბირების სურვილი ლიგა 1-ის წარმომადგენელ კლუბებს აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ლიონია, ხოლო ამჟამად beIN SPORTS წერს, რომ 2024 წლის ზაფხულში, ახალგაზრდა ქართველის შეძენას მარსელის ოლიმპიკი შეეცდება, რომელსაც შეტევის ხაზის გაძლიერება გადაწყვტილი აქვს.

ზემოთხსენებულ წყაროს თუ დავუჯერებთ, მარსელის ხელმძღვანელები მიქაუტაძის ტრანსფერს სერიოზულად ეკიდებიან. აღსანიშნავია, რომ საუბრები იყო აიაქსის ქართველი ფეხბურთელის მეცში შესაძლო დაბრუნებაზეც.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამელებმა გიორგი 16 მილიონ ევროდ შეიძინეს და მასთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი