"ჩვენ ისტორია უნდა დავწეროთ" - გოჩოლეიშვილი ერთა ლიგაზე და საქართველოს ნაკრებზე » სპორტის ხაზი

"ჩვენ ისტორია უნდა დავწეროთ" - გოჩოლეიშვილი ერთა ლიგაზე და საქართველოს ნაკრებზე

"ჩვენ ისტორია უნდა დავწეროთ" - გოჩოლეიშვილი ერთა ლიგაზე და საქართველოს ნაკრებზე
17-11-2023, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკი შახტარის მარჯვენა-მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ნაკრებზე, კლუბზე და ესპანეთთან მატჩზე ისაუბრა.

"საბურთალოს აღზრდილი ვარ, თამაში ამ კლუბში ვისწავლე და მასთან ძალიან დიდი ემოცია მაკავშირებს. ყველა ასაკობრივ გუნდში ვითამაშე და ეროვნულ ლიგაშიც პირველი მატჩი საბურთალოს ფორმით ჩავატარე. ასაკობრივი გუნდებიდან მოყოლებული, ოჯახურ გარემოში ვიყავი. დიდი მადლობა კლუბს, რადგან ჩემთვის კარიერული ტრამპლინი აქედან დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. შევხვდით ბარსელონას, რომელიც ბავშვობიდან ჩემი საოცნებო გუნდია და ახლაც მისი გულშემატკივარი ვარ. ასეთ მეტოქესთან თამაში განსაკუთრებული ემოციაა. მაგრამ მოედანზე რომ გავედი, ეს ემოცია გვერდზე გადავდე, მინდოდა, მაქსიმუმი გამეკეთებინა. ამან შედეგი გამოიღო, 1:0 მოვიგეთ.

თამაშის შემდეგ ვერ ვლაპარაკობდი და ვერც ვიაზრებდი, რა და როგორ მოხდა. შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს მოვუგეთ – ეს დიდი ემოცია იყო.

ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშია. მინდა, „შახტართან“ ერთად დიდი წარმატებას მივაღწიო და კარიერულად რაც შეიძლება წინ წავიდე.
"
- განაცხადა გოჩოლეიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი