შოტლანდიელი ფანების დასაფასებელი საქციელი საქართველოსადმი » სპორტის ხაზი

შოტლანდიელი ფანების დასაფასებელი საქციელი საქართველოსადმი

შოტლანდიელი ფანების დასაფასებელი საქციელი საქართველოსადმი
17-11-2023, 18:02
Aa Aa
გაზიარება:

გასულ საღამოს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე შოტლანდიას უმასპინძლა, სადაც დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ შოტლანდიელი გულშემატკივრებიც.


საქართველოში ჩამოსულ შოტლანდიის ნაკრების მხარდამჭერებს შორის არიან ორგანიზაცია TA Sunshine Appeal-ის წარმომადგენლები. აღნიშნული ორგანიზაცია შოტლანდიელმა ფანებმა 2003 წელს ჩამოაყალიბეს. ისინი დონაციას ახორციელებენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მათი საყვარელი ნაკრები გასვლით მატჩს მართავს.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 4500 გირვანქა სტერლინგი ქრონიკული სენით დაავადებული ბავშვებისთვის გაიღეს.


ფანები დონაციას ახორიელებენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შოტლანდიის ეროვნული ნაკრები გასვლით შეხვედრას მართავს.


ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" ემსახურება ქრონიკული, უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ დარჩენილი. (Rustavi 2)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი