16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე შოტლანდიას დაუპირისპირდა, სადაც სრული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შოტლანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო.
ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს, მას თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც მისი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ სარისკოდ ითვლებოდა.
მაგრამ, კვარას პასუხი მაინც პრინციპული იყო, მას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა მოედანზე თამაში.
გამოვიდა , დადგა კვარაშოუ, გაიფორმა დუბლი და დაამტკიცა, რომ TOP ფეხბურთელის გარდა, ის არის მოთამაშე, რომლისთვისაც თავისი ქვეყნის ღირსების დაცვა უმთავრესია. (Geo Team)