"შეცვლების გაკეთება იმიტომ მიწევს რომ ფეხბურთელები იღლებიან" - სანიოლი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"შეცვლების გაკეთება იმიტომ მიწევს რომ ფეხბურთელები იღლებიან" - სანიოლი მატჩის შემდეგ

"შეცვლების გაკეთება იმიტომ მიწევს რომ ფეხბურთელები იღლებიან" - სანიოლი მატჩის შემდეგ
16-11-2023, 23:43
Aa Aa
გაზიარება:

შოტლანდიასთან 2:2 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"60 წუთით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ისე უბურთოდ, ძალიან კარგად ვმოქმედებდით. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ამჟამად რამდენიმეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. მაგალითად, მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საერთოდ არ თამაშობს, სხვებსაც არ აქვთ 90 წუთი სათამაშო პრაქტიკა. ამიტომ, ერთი საათის შემდეგ ცოტა დაღლილობა შეინიშნებოდა და ხარისხი დაეცა. სამწუხაროა, რომ გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს მარტისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო და ბევრი კარგი რამ დავინახე.

იდევ ერთხელ ვიმეორებ: 60 წუთით ძალიან კმაყოფილი ვიყავი ყველანაირად. რაც შეეხება შეცდომებს, ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ, ეს იქნება ბევრად დეტალური, ვიდრე თამაშის დამთავრებიდან 15 წუთის შემდეგ. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ გვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად კიტეიშვილი და ხოჭოლავა, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და რომლებიც მარტში დაგვეხმარებიან.
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი