"დინამოს თამაში არ ჩაუწყვია" - ვლადიმერ გუცაევი ჩაწყობილ თამაშებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"დინამოს თამაში არ ჩაუწყვია" - ვლადიმერ გუცაევი ჩაწყობილ თამაშებზე საუბრობს

"დინამოს თამაში არ ჩაუწყვია" - ვლადიმერ გუცაევი ჩაწყობილ თამაშებზე საუბრობს
11-11-2023, 14:59
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა თბილისის "დინამოს" ვეტერანმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა ტელეკომპანია პირველ არხთან გადაცემა " საფეხბურთო ტაიმაუტში" ჩაწყობილ თამაშებზე ისაუბრა.

გუცაევმა მაშინდელ საბჭოთა კვაშირში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და საინტერესო ფაქტები გაიხსენა.

"საბჭოთა კავშირში საინტერესო წესი იყო დანერგილი, რვა ფრის შემდეგ გუნდი თუ ისევ ფრეს ითამაშებდა ქულა აღარ ემატებოდა, ეს წესი იმით იყო განპირობებული, რომ ჩაწყობილი თამაშები შეემცირებინათ.

გარიგებებში "დინამო" არასდროს მონაწილეობდა, ერთხელ ალმატის "კაირატის" ფეხბურთელებმა ფული შემოგვთავაზეს ფრის სანაცვლოდ, რათა არ გავარდნილიყვნენ მაგრამ ჩვენ 4-0 მოვუგეთ"

შეგახსენებთ, რომ გუცაევი "დინამოსთან" ერთად თასების თასის მფლობელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.