იტალიელი ექსპერტი : "ამ სეზონში ხვიჩა ეგოისტურად თამაშობს" » სპორტის ხაზი

იტალიელი ექსპერტი : "ამ სეზონში ხვიჩა ეგოისტურად თამაშობს"

იტალიელი ექსპერტი : "ამ სეზონში ხვიჩა ეგოისტურად თამაშობს"
10-11-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ექსპერტმა, ენრიკო ფედელემ ადგილობრივ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ნაპოლიზე ისაუბრა და ორიოდე რამ ხვიჩა კვარაცხელიაზეც განაცხადა.

"კვარაცხელია და დი ლორენცო გასულ სეზონთან შედარებით დამაჯერებლები ვეღარ არიან. კაპიტანი შეტევაში ძველებურად აქტიურად ერთვება, თუმცა ამჯერად სივრცეები, რომელიც უკან რჩება, მას ვერავინ აკონტროლებს.

ხვიჩა? ის ამ სეზონში ზედმეტად ეგოისტურად თამაშობს, ბურთის მიღებისთანავე დრიბლინგზე მიდის და გუნდელებს თავის თავზე წინ არ აყენებს. მან ეფექტურობა დაკარგა.

ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი მაინც მწვრთნელია. რუდი გარსიამ სპალეტის დანერგილი სისტემა მთლიანად დაანგრია. ის გუნდის თამაშს ვერ ცვლის, მატჩის მსვლელობისას სცენარს განვითარებას ვერ აძლევს
."
- თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ქართველმა შემტევმა პარტენოპეის მაისურით სულ 14 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 შემთხვევაში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო 5-ჯერ საგოლე გადაცემა მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.