"მიქაუტაძემ კარგი საგოლე მომენტი შექმნა" - "აიაქსის" მწვრთნელი "ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძემ კარგი საგოლე მომენტი შექმნა" - "აიაქსის" მწვრთნელი "ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ

"მიქაუტაძემ კარგი საგოლე მომენტი შექმნა" - "აიაქსის" მწვრთნელი "ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ
10-11-2023, 10:58
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში აიაქსი საკუთარ მოედანზე ბრაიტონს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გიორგი მიქაუტაძის მოედანზე ხილვა გახლდათ, რომელიც მატჩში 78-ე წუთზე ჩაერთო და ერთი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ამსტერდამელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვან შიპმა გააკეთა, რომელმაც ქართველ ფორვარდს საგოლე მოქმედება მოუწონა.

"პირველი ტაიმში ბრაიტონს საქმე ძალიან გავურთულეთ და კარგი მომენტებიც შევქმენით, თუმცა ორი გოლი მივიღეთ და თამაშის სცენარი შეიცვალა.

გაშვებული გოლების შემდეგ, ვეცადეთ ზეწოლა გაგვეზარდა, მაგრამ ფინალურ ფაზაში რაღაც გვაკლდა. იყო გაუმართლებლობის მომენტი, მაგალითად კარლოს ფორბსის დროს, როდესაც მიქაუტაძემ რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ეს ვერ გამოვიყენეთ.
"


გეტყვით იმასაც, რომ აიაქსი ამ მარცხის შემდეგ, ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯგუფის ლიდერს (ბრაიტონს) 5 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.