"ალ-იტიჰადმა" ბენზემას გამო მწვრთნელი გააგდო » სპორტის ხაზი

"ალ-იტიჰადმა" ბენზემას გამო მწვრთნელი გააგდო

"ალ-იტიჰადმა" ბენზემას გამო მწვრთნელი გააგდო
8-11-2023, 16:51
Aa Aa
გაზიარება:

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ იტიჰადი" ერაყულ გუნდს დაუპირისპირდა და სენსაციურად, 2-0 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ გასახდელში ბენზემასა და მთავარ მწვრთნელ, ნუნო სანტოშს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, როგორც ირკვევა დაპირისპირებაში სტადიონის დაცვაც ჩაერია, რადგან ბენზემა და სანტოში ერთმანეთს ხელით შეეხნენ.

მატჩის შემდეგ კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ რომ კლუბმა მწვეთნელთან კონტრაქტი დაწყვიტა და მიზეზად ბოლო დროს ნაჩვენები უარყოფითი შედეგები დაასახელეს.

სანტოში კლუბში ბენზემას მისვლამდეც იყო და იქ საუდის არაბეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.

რაც შეეხება ბენზემას, იგი კლუბში ამ ზაფხულს გადავიდა და ტიტულების მოსაგებად იბრძვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი