"მას აქვს ხარისხი და ამას ყოველთვის ამტკიცებს" - რა თქვა გარსიამ "ბერლინთან" მატჩამდე » სპორტის ხაზი

"მას აქვს ხარისხი და ამას ყოველთვის ამტკიცებს" - რა თქვა გარსიამ "ბერლინთან" მატჩამდე

"მას აქვს ხარისხი და ამას ყოველთვის ამტკიცებს" - რა თქვა გარსიამ "ბერლინთან" მატჩამდე
8-11-2023, 15:43
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ნაპოლი უნიონ ბერლინს დაუპირისპირდება და სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ გამართა, სადაც განაცხადა, რომ მის გუნდს ამ შეხვედრაში გამარჯვება მართებს.

რასპადორიზე : "მას შემდეგ, რაც ჩამოვედი, 14 მატჩი ვითამაშეთ და ის ყოველთვის იყო მთავარი გმირი. მას აქვს ხარისხი, ამას ამტკიცებს გოლებით. ის აკავშირებს თამაშს და ქმნის მეტ კრეატივს. ჯაკომოს აქვს ბევრი შემტევი ხარისხი, რომ ითამაშოს სხვადასხვა როლებში, მაშინაც კი, თუ ის უკეთესად თამაშობს როგორც ცხრიანი ან როგორც შემტევი ნახევარმცველი. ჩემთვის მას ასევე შეუძლია ითამაშოს ნახევარმცველად, შეტევაში, იყოს გარემარბი ან შემტევი ნახევარმცველი“.

მერვედფინალი, როგორც მთავარი მიზანი : "ხვალ გამარჯვებით პირველ რიგში მერვედფინალს მივუახლოვდებით. შემდეგ ეს სხვა შედეგზეც არის დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ.

მოდით ვისაუბროთ ჩემპიონთა ლიგაზე. მეტოქეს ჯერ ქულა არ მოუპოვებია, მაგრამ ეს მთავარი საფეხბუთო ტურნირია, ამიტომ, იუნიონს პატივს ვცემთ, ვიცით, რომ იქ გამარჯვებაში გაგვიჭირდება, მადრიდის რეალმაც 95-ე წუთზე მოახერხა მათი დამარცხება. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი მოთამაშეები ყველაფერს დადებენ და ამ შეხვედრაში წარმატებას მივაღწევთ.
"


ტაქტიკური ასპექტი : "ვფიქრობთ, რომ ბერლინი ჩამოვა ჩვეული სათამაშო სქემით რაც მოიაზრებს, დაცვაში 3 ან 5 მცველს. ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, შემდეგ კი უნდა დავინახოთ ყველა შესაძლო საშუალება

როდესაც რასპადორისთან ერთად ვთამაშობთ, როგორც თავდამსხმელი, რომელიც ნახევარმცველების წინააღმდეგ გამოდის, უფრო ლაღად ვართ. მახსოვს კაჟუსტე, რომელიც ვერონაში ძალიან კარგად ერგებოდა ეს მიდგომას, ზუსტად ასე გვჭირდება ჩვენც. ჩვენ გვჭირდება მეტი სიღრმე მოწინააღმდეგე დაცვის უკან
“.


ოსიმენი : "ოსიმენი ბრუნდება ხვალ, მაგრამ ის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ტრავმიდან დაგვიბრუნდა ანგისა, ხუანიც. ლაზარეთი ცარიელდება და იმედია კიდევ დიდხანს იქნება ასე. მაგრამ ხვალინდელი დღისთვის ჩვენ გვჭირდება ის, ვინც მოედანზეა და შეუძლია დაეხმაროს გუნდს, ამიტომ 23 ფეხბურთელი იქნება გამოძახებული. მე მხოლოდ მათ იმედი მაქვს, რომ მოედანზე ყველაფერს გააკეთებენ და მოგვცემენ საუკეთესო შესაძლებლობებს“.

შეგახსენებთ, რომ აძურა ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მეორე ადგილზე 6 ქულით იმყოფება და ჯგუფის ლიდერს სამი ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.