"თბილისში მთელი ვარსკვლავები ჩამოდიან" - რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს ლევან საგინაშვილი » სპორტის ხაზი

"თბილისში მთელი ვარსკვლავები ჩამოდიან" - რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს ლევან საგინაშვილი

"თბილისში მთელი ვარსკვლავები ჩამოდიან" - რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს ლევან საგინაშვილი
17-01-2025, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი "ჯაფარას პოდკასტში" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

დიდი ხანია ამ ღონისძიების თბილისში ჩატარება გვინდოდა. მთელი ვარსკვლავები ჩამოდიან: დევონ ლარატი, მაიკლ ტოდი, ვიტალი ლალეტინი, ალექს კურდეჩა.

მაიკლ ტოდი გასპარინს დაუპირისპირდება, ლარატი კი გენადი პუპკინიას. ასევე, გაიმართება ტოჩინსისა და ირაკლი ზირაქიშვილის სატიტულო მატჩი. საინტერესო წყვილებია და მაგარი შეხვედრები იქნება.

- თქვა ლევან საგინაშვილმა.

ლევან საგინაშვილი მკლავჭიდის ცნობილ ტურნირ EAST vs WEST-ზე საუბრობს, რომელიც 15 თებერვალს ჰუალინგში გაიმართება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი 2024 წლის აპრილში, თურქეთში გაიმართა, სადაც საგინაშვილმა ლარატს 4:0 აჯობა და მსოფლიო ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი