"დინამო თბილისის" წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგას კლუბის ხელმძღვანელობაში არსებული სიახლეებით ხვდება.
ქართული კლუბის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა პოსტზე გატარებული ოთხი წლის შემდეგ კლუბი დატოვა.
სტანოევიჩის ნაცვლად ახალი სეზონიდან „დინამოს“ ბერძენი სპეცილისტი, საკის კეჩაგიასი უხელმძღვანელებს.
კეჩაგიასი გამოცდილი სპეციალისტია, უმუშავია სანაკრებოდ, საბერძნეთის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, რუმინეთში, ხოლო საკლუბო კარიერაში გერმანული "შპანდაუ" გაუწვრთნია.