იაპონიაში სუმოს პოპულარუტი ტურნირის, აკი ბაშოს გამარჯვებული 24 წლის იაპონელი ონოსატო გახდა. აღსანიშნავია, რომ ონოსატო სუმოს სამყაროში ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და მოლოდინი სრულად გაამართლა.
მე-14 საშეჯიბრო დღეს მან ოძეკი ჰოშორიუ დაამარცხა და ტურნირზე მე-13 გამარჯვება იზეიმა.
ახალბედა ონოსატოსთვის ეს უკვე მეორე მოგებული ბაშოა.