ქართული პარაფრენბურთის ისტორიაში პირველად ევროპის ბრინჯაოს ერთა ლიგის ფინალში ქართველი სპორტსმენები მოხვდნენ. ფინალურ მატჩში საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.
ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხეს.
ბრინჯაოს ერთა ლიგა, ჩეხეთში, კერძოდ პრაღაში 4-6 ოქტომბერს გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს, ესტონეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სპორტსმენებმა.
2024 წლის ბრინჯაოს ერთა ლიგის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, რომელმაც დაძაბულ მატჩი საქართველოს ნაკრები 3-1 დაამარცხა.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს ის ესტონეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ჩეხეთის ფრენბურთელებს 3-1 სძლია.
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია.