მოკრივე ლაშა გურულმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 63.5კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელი მალიქ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა.
ქართველმა მოკრივემ გამარჯვების შემდეგ თავის გეგმებზე კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ოლიმპიადის მოგებას აპირებს.
ოლიმპიადაზე სადებიუტო ბრძოლა მქონდა, რომელიც როგორსაც ველოდი, ისეთი გამოდგა. შემიძლია ვთქვა, რომ სიამოვნება მივიღე.
მეტოქე ნამდვილად კარგი შემხვდა – ამ წონაში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი. მომდევნო შეხვედრა 1 აგვისტოს მაქვს და ვეცდები, გავახარო ჩემი ოჯახი, მთელი საქართველო და ჩვენს ქვეყანას მინიმუმ ბრინჯაოს მედალი მოვუტანო, მერე ვიბრძოლო ფინალისთვის და საბოლოოდ, ჩემპიონობისთვის.
- თქვა გურულმა.