რუსეთის ნაკრები ამხანაგურზე მოლაპარაკებებს ტანზანიის ავტონომიასთან მართავს » სპორტის ხაზი

რუსეთის ნაკრები ამხანაგურზე მოლაპარაკებებს ტანზანიის ავტონომიასთან მართავს

რუსეთის ნაკრები ამხანაგურზე მოლაპარაკებებს ტანზანიის ავტონომიასთან მართავს
23-10-2023, 19:07
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ეროვნული ნაკრები უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფიფასგან და უეფასგან დისკვალიფიცირებულია, ხოლო რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას მეტოქეების გამოსანახად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.

როგორც ირკვევა, რუსეთის ფეხბურთის კავშირი მოლაპარაკებებს მართავს ზანზიბარის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ეს უკანასკნელი ფიფას წევრიც კი არაა.

საქმე ისაა, რომ ზანზიბარი ტანზანიის ავტონომიაა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და შეიძლება შეხვედრა 2024 წელს რუსეთში ჩატარდეს.

თავის მხრივ, რუსები მოლაპარაკებებს თავად ტანზანიასთანაც აწარმოებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი