"სჯობს ამაზე არ ვისაუბროთ" - გარსია და ანჩელოტი ერთმანეთს წაეკიდნენ? » სპორტის ხაზი

"სჯობს ამაზე არ ვისაუბროთ" - გარსია და ანჩელოტი ერთმანეთს წაეკიდნენ?

"სჯობს ამაზე არ ვისაუბროთ" - გარსია და ანჩელოტი ერთმანეთს წაეკიდნენ?
4-10-2023, 03:00
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება 2-3 დასრულდა. მათჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა კომენტარები გაცვალეს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუდი გარსიას "ნაპოლიში" პირველად ითამაშა შეუცვლელად, მაგრამ "პარტენოპეი" მძიმე ბრძლაში დამარცხდა..

იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, თვლის, რომ დამსახურებულად მოიგეს, ხოლო რუდი გარსიას აზრით, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, იხილეთ კომენტარები:

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ, სტატისკის და მომენტების მიხედვით ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. ძალიან კარგად დავიწყეთ, წინ გავედით და გოლი ჩვენივე შეცდომით გავუშვით. შეცდომა თამაშის ნაწილია, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. 1:1 - ის შემდეგ ჩვენი თამაში აღარ მომეწონა. მეორე ტაიმში უფრო აგრესიულები ვიყავით, ამაში გულშემატკივარიც დაგვეხმარა, რადგან ფანებმა ბიჭებს უბიძგეს, რომ მეტოქეზე ზეწოლა მოეხდინათ. სამწუხაროა, რომ მესამე გოლი კუთხურიდან გავუშვით, რომელიც ალბათ დასანიშნი არც იყო. ანჩელოტი ამბობს, რომ პენალტი არ იყო, ხოლო ჩვენ ამ კუთხურზე გვაქვს პრეტენზია, ასე რომ, ეპიზოდებზე სჯობს არც ვისაუბროთ, მარცხი ნამდვილად არ დაგვიმსახურებია." - განაცხადა გარსიამ.

"რთული მატჩი იყო, 90 წუთის განმავლობაში ბრძოლა მოგვიწია. შეგვეძლო პირველი გაშვებული გოლი თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ შემდეგ თამაში კარგად გავაგრძელეთ. ამაზე პენალტი არასდროს ინიშნება. ხელი ოდნავ დაფარული იყო, ასეთ კონტაქტზე სასტვენი არ უნდა იყოს, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე. ვალვერდე? აფსურდია იმის თქმა, რომ ეს მერეტის ავტოგოლია. ფედეს წარმოუდგენლად ძლიერი დარტყმა აქვს, გამეცინება იმაზე, თუ იტყვიან, რომ ეს ავტოგოლი იყო. "ნაპოლისგან" ასეთ თამაშს ველოდით, რადგან ეს გუნდი კარგად ორგანიზებულია, კარგ ფეხბურთს თამაშობს და ბევრი კარგი ინდივიდუალისტი ჰყავს, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათონი არიან, შედეგი სავსებით სამართლიანია." - განაცხადა ანჩელოტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი